среда, 24 сентября 2008 г.

ზაფხულის არდადეგები.


მოკლედ რა ხდება ეხლა, დიდი ხანია ოცნებად მაქ და გადავწყვიტე ამ ზაფხულზე ავისრულო.

წავალ მარეტო ველოსიპედით თბილისიდან ბათუმამდე და მერე უკან საჩხერემდე.
სავარაუდოთ 7 დან 10 დღემდე დამჭირდება გზაში მაგრამ ეს იქნება დაუვიწყარი ზაფხული ჩემ ცხოვრებაში.


გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება!!!


понедельник, 22 сентября 2008 г.

იმედი მაქვს !!!


მოკლედ პატარა ცვლილება მაქ ცხოვრებაში სამსხური შევიცვალა, ზუსტად ვიცი რო მომეწონება დღეს პირველი დღე მქონდა სამუშაო და კმაყოფილი ვარ. მომავალის იმედი მაქ ვს!!!

суббота, 20 сентября 2008 г.

BACACO


დღეს ჩვენი საპატიო ბლოგერის ბაცაცოს იგივე იინკას და იგივე კუსკუს დაბადების დღეა მე მთელი გულით ვულოცავ და ვუსურვებ ბედნიერებას.

იმედია თქვენც მიულოცავთ აქ შემომსვლელები.

ბაცო ბედნიერიო იყავი და სულ სიყვარულით ანთებული თვალები გქონდეს!!!

воскресенье, 14 сентября 2008 г.

JIM MORRISON


ისინი გველოდებიან ჩვენ, რომ წაგვიყვანონ წმინდა ბაღში.

როგორი განგაშით და დაუფარავი შიშით ვხვდებით ჩვენ სიკვდილის იმ გარდაუვალ წუთს რომელსაც, უხმოდ, უნიშნოდ, უზაროდ, როგორც უცხო მორცხვი სტუმარი მივყავართ ყველა და იქ სიკვდილი ჩვენ ყველას გადაგვაქცევს ანგელოზებად. გვაძლევს ფრთებს სუსტი, მტვრევადი ნაზი ხელების სანაცვლოდ.
მეტად აღარაა ფული, აღარაა მიწიერი საზრუნავი, ეს მეორე სამყარო ბევრად უკეთესია მანამ არ მოხდება რამე გამოუსწორებელი და არ დაირღვევა მოვლენების ჩვეულებრივი სვლა!

მე არაფერი მეტად არ მინდა, მე ვირჩევ ზეიმს მეგობრებთან ერთად და არ მინდა მხიარულება ბრბოსთან!!! 

воскресенье, 7 сентября 2008 г.


მოკლედ რა ხდება ეხლა!!

უცბად აღმოვაჩინე რო ხანდახან ქართული მენტალიტეტი ნერვებს მიშლის.
ეხლა მისმინეთ გინებას ვერ ვიტან, მარა ბირჟაზე თუ მოვხვდი ყველა იგინება და ზდილობისთვის მეც იძულებული ვარ შევიგინო.

ზდილობისთვის შეგინება გაგიგიათ?

არადა ასეა!!!
ფუ 

вторник, 2 сентября 2008 г.

სიყვარული


სიყვარული კლავს!!!

მე ესე მგონია და სხვისი არ ვიცი.

პიროვნებას კლავს!!!

воскресенье, 24 августа 2008 г.

ერთი ცის ქვეშ!!!



















ერთი ცის ქვეშ!!!


ვინ რას ფიქრობს ამ ფრაზაზე?
რა აზრი მოგივიდათ პირველი?

суббота, 23 августа 2008 г.

ცრემლები


















არც რაინდობა არც უბრალოდ ეთიკა ომის:
გახრწნა, დაცემა, დამცირება ადამის ტომის!!!


დღევანდელი საზოგადოება ამ დონეზეა.
ვინც არ მეთანხმება გააპროტესტოს.

HIGH HOPES


მგონი ორიგინალს ჯობია.
მარკო საუკეთესო ვოკალია.

ყველას ვურჩევ მოუსმინოს!!
მოუსმინეთ აქ

пятница, 22 августа 2008 г.


მაინტერესებს თქვენი აზრი რწმენაზე, გწამთ ღმერთის? ეს ხომ არის არარეალური რწმენა რომელიც მოკლებული არის სიმართლეს? ვიმსჯელოთ ამაზე.

ერთი ქალი ეუბნებოდა ვიგაც კაცს. მე ძაან მიხარია რო 21-ე საუკუნეში ვცხოვრობო. იმიტომ რომ არ მჯერა რო ოლიმპოს მთაზე ღმერთები ქეიფობენ და ის რო თუ არესი გაწყრა ომს წავაგებთ არც ის მჯერა რო აქილევსი უკვდავების წყალში აბანავესო. მოკლედ ესეთი ბნელი და რეალობას მოკლებული მითების არ მჯერაო. კაცმა უპასუხა: ქალბატონო თქვენ თქვენი ქმრის საფლავზე ყვავილები რო მიგაქვთ გგონიათ ღამით წამოდგება და დაყნოსავსო?!

თქვენი აძრიც მაინტერესებს.

четверг, 21 августа 2008 г.

მეოცნებენი


ნეტა რა დავწერო?

ვიცი მეოცნებენო შემოდით და

იმიდი არ დაკარგოთ ოცნებების ასრულების.

ერთხელ ყველას უღიმის ბედი.

მთავარია ცხოვრების ოცნება იპოვოთ.